5 დღიანი ტური საქართველოში

ხანგრძლივობა

5 დღე

გამოწვევები

მარტივი

მინ. ასაკი

0

🇬🇪 საქართველოს 5 დღიანი ტური

💰 ფასში შედის:

🗓️ ტურის პროგრამა

✈ ჩამოსვლა თბილისში

🚐 ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე

🏨 განთავსება სასტუმროში და დასვენება

🍽 საღამოს ტრადიციული ვახშამი ადგილობრივ რესტორანში ფოლკლორული შოუთი, სადაც ცეკვა მუსიკა და გემრიელი ქართული კერძები დაუვიწყარ საღამოს გპირდებათ

🍽 საუზმე სასტუმროში

🚶‍ თბილისის ქალაქის ტური — ვეწვევით ძველი და ახალი თბილისის თვალსაჩინო ადგილებს. გავისეირნებთ აბანოთუბანში, მეტეხსა და შარდენის ქუჩებზე  — თბილისის უძველეს უბანში, სადაც ერთმანეთს ერწყმის ისტორია, კულტურა და არქიტექტურული მრავალფეროვნება. ფერადი აივნები, ვიწრო ქუჩები და თბილი ატმოსფერო ერთად ქმნის უნიკალურ გარემოს.

🚡 საბაგიროთი ასვლა ნარიყალაზე — ულამაზესი ხედი მთელ თბილისსზე

🗽 მონუმენტი „ქართლის დედა“, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და სიძლიერის სიმბოლოა

🌉 მშვიდობის ხიდი — თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლო ძველი თბილისის გულში.

🎭 გაბრიაძის მარიონეტების თეატრი —არტისტული დეტალებითა და ზღაპრული არქიტექტურით, გამორჩეულ და შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნის

🚤 ნავით გასეირნება მტკვარზე —  თვალწარმტაცი ხედები ისტორიულ ხიდებზე, უძველეს ნაგებობებსა და ქალაქის პანორამაზე

🍽 დღის ბოლოს — სადილი მე-19 საუკუნის ავთენტურ რესტორანში

🕯 ქართული გემოები, ძველი თბილისის ატმოსფერო და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა

🌄 საუზმე სასტუმროში და გამგზავრება მცხეთაში — ერთ-ერთ უძველეს და სულიერად ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.⠀

⛪ სვეტიცხოვლის ტაძარი — ქართული ქრისტიანული არქიტექტურის უნიკალური ძეგლი, სადაც ინახება ქრისტეს კვართი. XI საუკუნის ტაძარი, თავისი სიდიადით, სულიერებითა და ქვის ულამაზესი ორნამენტებით.

🌄 ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის  წმინდა ადგილი, აღმართულია კლდოვან მთაზე, საიდანაც იშლება მტკვრისა და არაგვის შესართავის ულამაზესი ხედი.

🍽 სადილი მცხეთაში — ტრადიციულ რესტორანში, სადაც დააგემოვნებთ ქართულ კერძებს.⠀

🚌 სადილის შემდეგ გავემგზავრებით უფლისციხეში — უძველეს კლდეში ნაკვეთ ქალაქში, რომელიც კაცობრიობის რამდენიმე ეპოქას აერთიანებას. 🪨 აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კლდეში გამოკვეთილი უძველესი საცხოვრებელი სივრცეები,მარნები ტაძარი, თეატრი და სამეფო დარბაზი.⠀

🌆 დღის ბოლოს ჩასვლა ქალაქ გორში

🏨 განთავსება სასტუმროში Gori Inn 5*

🌞 დილა გორში

☕ საუზმე სასტუმროში⠀

🏛 პირველი გაჩერება — სტალინის სახლ-მუზეუმი

📚 ეს ისტორიული მუზეუმი მოგვითხრობს იოსებ სტალინის ცხოვრებისა და ეპოქის შესახებ, მისი პირადი ნივთებით, ვაგონითა და ისტორიული დოკუმენტებით.⠀

🚐 შემდეგ გავემგზავრებით ბორჯომისკენ — გზად ულამაზესი პეიზაჟებით და მთაგორიანი ხედებით.

🌲 ჩასვლა ბორჯომის ეროვნული პარკში — სუფთა ჰაერი, მაღალი ხეები და წყლების ხმა ქმნის სრულ სიმშვიდეს.

🚶‍ გასეირნება ტყის ბილიკებზე, სადაც შეგიძლიათ ბუნების საოცარი სიმშვიდე და სიგრილე სრულად შეიგრძნოთ

💧 ბორჯომის თერმულ აბანოებში დასვენება — თბილ ბუნებრივ წყლებში ცურვა და განტვირთვა

🥗 თავისუფალი დრო პარკში ან ადგილობრივი კაფეებისთვის⠀

🌇 დღის ბოლოს — დაბრუნება თბილისში

🏨 განთავსება სასტუმროში და დასვენება

🍽 საუზმე სასტუმროში

🛍 შოპინგი East Point-ში — ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი თბილისში,  საუკეთესო შესაძლებლობა საჩუქრებისთვის, სუვენირებისთვის და პირადი შოპინგისთვის

🚐 ტრანსფერი აეროპორტში

გალერეა

ფასი

დან

735 $




    ყველა ტური
    Best Travel Theme

    Elementor Demos

    With Love Travel WordPress Theme you will have everything you need to create a memorable online presence. Start create your dream travel site today.

    Discover the World, one Full Adventure at a Time!

    Our Contacts

    Address

    1080 Brickell Ave - Miami

    United States of America

    Email

    info@travel.com

    Phone

    Travel Agency +1 473 483 384

    Info Insurance +1 395 393 595

    Follow us